logo
ENG



მოსკოვის ცენტრში ხანძარია - ცეცხლი 2 500 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული [ვიდეო]

20 ნოე 202218:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/20/eichyaj11ixwp3k.png

მოსკოვის ცენტრში, კომსომოლსკაიას მოედანზე მდებარე სასაწყობო სივრცეში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურში ამბობენ, რომ ხანძრის გაჩენის შემდეგ შენობის პირველი და მეორე სართულებს შორის არსებული გადახურვა ნაწილობრივ ჩამოინგრა.

შენობიდან 7 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 80 მეხანძრე-მაშველი, 20 ერთეული ტექნიკა და 3 ვერტმფრენი. ცეცხლი 2 500 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული და მისი ქრობა გართულებულია შენობის დაგეგმარებით.

შენობა 3 მეტროსადგურთან ახლოს არის განლაგებული.


close დახურვა